შეხვედრა გერმანიის ნოტარიუსთა პალატის დელეგაციასთან

4 ივლისი 2014

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე  და აღმასრულებელი საბჭოს წევრები გერმანიის ნოტარიუსთა პალატის დელეგაციას შეხვდნენ. 

დელეგაციის წევრები საქართველოში ნოტარიატის სისტემას, ნოტარიუსთა პალატის საქმიანობას ეცნობიან. აქედან გამომდინარე მათთვის საინტერესო გახდა საქართველოს საკანონმდებლო და ფაქტობრივი მდგომარეობა ნოტარიატის თვალსაზრისით. ასევე, საქართველოს ადვოკატთა კორპუსის დამოკიდებულება ნოტარიუსთა პალატაში განხორციელებული რეფორმების თავალსაზრისით. გერმანელმა სტუმრებმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს ადვოკატის და ნოტარიუსის ურთიერთობის მთავარი პრიორიტეტები და არსებული საკანონმდებლო ვალდებულებები და უფლებები, რაც ადვოკატების აზრით, დასახვეწია და საჭიროებს ცვლილებებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი